
ბლოგზე დაბრუნება


ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 450-მდე ფრენა შესრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საავიაციო სექტორის 60-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან დარგში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს საავიაციო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მის სწრაფ აღდგენაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეკონომიკის სხვა მიმართულებების, განსაკუთრებით კი ტურიზმის მდგომარეობა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 400-დან 450 ფრენამდე შესრულდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების შემოყვანას. გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება გადაზიდვების ინდუსტრია და მოხდება ავიაციის სფეროში მეტი კვალიფიციური კადრის არსებობისა და დასაქმების ხელშეწყობა.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად განიხილა სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევები და ბიზნესის წარმომადგენლებს მათი გადაჭრის გზების ერთობლივი შემუშავება შესთავაზა.
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა