შინაარსზე გადასვლა
Wizz Air-ს ინტერესი აქვს, რომ ქუთაისის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი
ბლოგზე დაბრუნება

Wizz Air-ს ინტერესი აქვს, რომ ქუთაისის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი

საქართველოს_ელჩი_უნგრეთში

მოგზაურობის მოყვარულთათვის უნგრული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი კარგად არის ნაცნობი.

ვიზეარის  თანადამფუძნებელმა იოსიფ ვარადიმ,  საქართველოს ელჩს – თამუნა ლილუაშვილს უმასპინძლა. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრა ძალიან დადებით ატმოსფეროში შედგა. მხარეებმა რეალური შედეგები განიხილეს. „კომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 5 ახალ მიმართულებას ამატებს. ამასთანავე, აქვს ინტერესი საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი. საქართველოსა და კომპანია Wizz Air–ს  შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.   გამოყენებული მასალა: avianews.ge

მსგავსი პოსტები