
ბლოგზე დაბრუნება


ვენა - 2022 წლის ყველაზე კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად
“Economist Intelligence Unit”-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, 2022 წელს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად ვენა დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიის დედაქალაქმა ეს ტიტული უკვე მესამედ დაიმსახურა.
ვენა რეიტინგის სათავეში სტაბილური პირობების, კარგი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სისტემის, კულტურისა და გართობის სფეროში მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო მოხვდა.
მეორე ადგილზე დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენია, მესამე კი შვეიცარიის ქალაქმა ციურიხმა და კანადურმა კალგარიმ გაინაწილეს.
საუკეთესო ათეულში ასევე შევიდნენ: ჟენევა(შვეიცარია), ფრანკფურტი (გერმანია), ამსტერდამი(ნიდერლანდები), ტორონტო(კანადა), ოსაკა(იაპონია), მელბურნი(ავსტრალია).
ბოლო ადგილი რეიტინგში კვლავ სირიის დედაქალაქ დამასკოს ხვდა წილად.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, წელს რეიტინგის ავტორებმა კიევი სიაში არ შეიყვანეს.
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა