შინაარსზე გადასვლა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს  პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა
ბლოგზე დაბრუნება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა

მომსახურების ხარისხის პროგრამის კოვიდ უსაფრთხოების და ჰიგიენის კატეგორიაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა (ASQ). ACI World-ის „სააეროპორტო მომსახურების ხარისხის (ASQ) პროგრამა მგზავრებს საშუალებას აძლევს, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის და გაუჯობესების მიზნით საკუთარი აზრები დააფიქსირონ. “ვულოცავ TAV Airports-ს წარმატებას „სააეროპორტო მომსახურების ხარისხის“ დაჯილდოებაში, რაც ყველაზე მაღალი აღიარებაა აეროპორტის ოპერატორებისთვის. მომხმარებლებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულება და აღიარეს TAV Airports-ის გუნდის წარმატებული ძალისხმევა პანდემიის დროს შექმნილ ძალიან რთულ ვითარებაში მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად”, – აცხადებს ACI World-ის გენერალური დირექტორი ფელიპე დე ოლივიეირა.    

მსგავსი პოსტები