
ბლოგზე დაბრუნება


საუკეთესო აეროპორტების რეიტინგი, საქმიანი მოგზაურებისთვის
საუკეთესო აეროპორტების რეიტინგს საქმიანი მოგზაურებისთვის usebounce.com-ი აქვეყნებს. რეიტინგი ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით არის შედგენილი, როგორიცაა ლაუნჯებისა და დანიშნულების ადგილების რაოდენობა, ფრენების პროცენტული შეფერხება და აეროპორტების გლობალური რეიტინგი.
რეიტინგის მიხედვით 10 ქულიდან 7.1 ქულა მიიღო ჰითროუს აეროპორტმა, საიდანაც ფრენები მსოფლიოს 230 მიმართულებით ხორციელდება.
რეიტინგში მეორე ადგილზე ტოკიოს ჰანედის აეროპორტია, მან 10-დან 7,03 ქულა მიიღო. აეროპორტმა აჩვენა ფრენების საუკეთესო პუნქტუალურობა, რადგან რეისების 86,4% დროულად სრულდება.
მესამე ადგილი სინგაპურის ჩანგის აეროპორტმა დაიკავა, რომელიც რეგულარულად არის აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რეიტინგიში 6.83-იანი შეფასებით მოხვდა.


მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა