
ბლოგზე დაბრუნება


საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს მიმდინარე წელს დაუბრუნდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, არსებული პროგნოზების თანახმად, 2022 წელს ქვეყანა მოახერხებს და დაახლოებით 65%-ით შეძლებს პანდემიამდე არსებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებლის დაბრუნებას.
“როგორც იცით, 2021 წელს, EUROCONTROL-მა საჰაერო მიმოსვლის პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებისა და შემდგომი ზრდის კუთხით, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება და 2022 წელსვე 120%-მდე გაიზრდება (2020 წლის პროგნოზებით, საქართველო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებდა.)
ფრენების თვალსაზრისით, ჩვენი პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია და მოლოდინები თავსებადია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებთან. რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს, ვვარაუდობთ, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვექნება და დაახლოებით 65%-ით შევძლებთ პანდემიამდე არსებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებლის დაბრუნებას”, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა