შინაარსზე გადასვლა
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია "Skycab" გამოჩნდება
ბლოგზე დაბრუნება

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია "Skycab" გამოჩნდება

მალე საქართველოს ავიაციის ბაზარზე ახალი ავიაკომპანია “Skycab” დაიწყებს ოპერირებას. როგორც “Skycab”-ში განმარტავენ, ავიაკომპანიის ფორმულირებისთვის და შესაბამისი ნებართვების მისაღებად მუშაობა უკვე დაწყებულია. ავიაკომპანია მომხმარებელს ისეთი უნიკალურ საავიაციო სამუშაოების შესრულებას შეთავაზებს, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სამუშაოები (მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლა; მავნე მწერებთან ბრძოლა; აეროთესვა); აეროგადაღება (ტოპოგრაფიული რუკების შედგენა; გეოლოგიური დაზვერვა; ნიადაგისა და წყლის დაცვა და გამოყენება; სოფლის მეურნეობა; სატყეო მეურნეობა; ქალაქის დაგეგმარება და განვითარება); აეროვიზუალური ფრენა/პატრულირება (ტყის პატრულირება; გარეულ ცხოველებზე დაკვირვება; ზვავსაშიში რაიონებისა და მყინვარების პატრულირება; მეტეოროლოგიური დაკვირვება; საავარიო სამუშაოები (სასწრაფო სამედიცინო დახმარება; საძებნ და საავარიო-სამაშველო სამუშაოები; სატყეო და დასახლებული პუნქტების ხანძართან ბრძოლა); კომპანიის გეგმებშია ასევე მგზავრთა გადაყვანა და ავიაციის სფეროში სასწავლო გაცვლითი პროგრამების განხორციელება. “Skycab”-ში განმარტავენ, რომ ავიაკომპანიის ფორმირებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას.

მსგავსი პოსტები