
ბლოგზე დაბრუნება


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 111%, რეისების რაოდენობის კი 115 % აღდგა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, 2022 წლის აპრილი-მაისის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს აჭარბებს.
მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 111%, რეისების რაოდენობის კი 115 % აღდგა.
“ძალიან გვახარებს, რომ 2022 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკით დაიწყო. მგზავრთნაკადის კუთხით მზარდი ტენდენცია პირველი ოთხი თვის მანძილზე შეიმჩნეოდა. მაისის თვის სტატისტიკური მონაცემები კი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თამამად განვაცხადოთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პანდემიური პერიოდი სრულად დაძლია და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს გაუსწრო, როგორც მგზავრთნაკადის ისე რეისების კუთხით. მოლოდინები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიდევ უფრო დადებით გვაქვს. ველოდებით გაზრდილ სიხშირეებს და ახალ მიმართულებებს. რაც შესაბამისად, აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს",- აცხადებს თამარ არჩუაძე.
2022 წლის მაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 72,104 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის მაისი - 64,745 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მაისში, აეროპორტში რეისების 115% აღდგა და 241 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მაისი – 210 რეისი).
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა