
ბლოგზე დაბრუნება


ქუთაისის აეროპორტიდან, ესპანეთის სამეფოს მიმართულებით პირდაპირი მიმოსვლა განახლდა
31 ოქტომბრიდან საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის, პირდაპირი რეგულარული ავიარეისები განახლდა. დაინტერესებულ მგზავრებს, ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით გამგზავრება, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "Wizz Air"-ით შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება, ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. საზღვრის კვეთის წინაპირობა, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტია(ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები").
რეგულარული ავიარეისების აღდგენის შემდგომ, 31 ოქტომბერს განხორციელებული ავიარეისის მგზავრებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. აეროპორტში პირველ მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და DMO Imereti-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი დახვდნენ.
“მოხარულები ვართ, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. მგზავრებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, კვირაში ერთი სიხშირით Wizz Air-ის საშუალებით შეუძლიათ ფრენა. პირველსავე დღეს ამ მიმართულებით 170 მგზავრმა ისარგებლა და იმედი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო გაიზრდება. რამდენიმე დღეში ქუთაისიდან კიდევ ორი ევროპული მიმართულება: ვენა და ბერლინი გვემატება" - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
რეკომენდაცია: იაფი ავიაბილეთების შესაძენად, ოპტიმალური ვადა 6-8 კვირაა. მოძებნეთ და დაჯავშნეთ ავიაბილეთები, რეკომენდირებული ვადის შესაბამისად, ქართულენოვან ვებ-საიტზე old.fly.ge
იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან - ბარსელონა(Wizz Air)
ქუთაისი-ბარსელონა | ბარსელონა-ქუთაისი | ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისი
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა