
ბლოგზე დაბრუნება



პორტუგალიის რესპუბლიკაში მოგზაურობის შეზღუდვები შემსუბუქდა
2022 წლის 9 თებერვლიდან, პორტუგალიის რესპუბლიკაში ვიზიტის მსურველთათვის, ქვეყანამ კოვიდ-რეგულაციები გაამარტივა.
რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთის მსურველი მგზავრისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი სავალდებულოა:
ვაქცინაციის ორი დოზის (ძალაშია მეორე დოზის გაკეთებიდან 270 დღის განმავლობაში) ან ე.წ. ბუსტერ-დოზის დამადასტურებელი ციფრული კოვიდსერტიფიკატი, ან კოვიდ 19-საგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი, ან ფრენამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით, ან ფრენამდე არაუმეტეს 24 საათით ადრე გაკეთებული სწრაფი ანტიგენის ტესტი ნეგატიური შედეგით.
12 წლამდე არასრულწლოვნებს, ქვეყანაში შესვლა ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე შეუძლიათ.
ფრენაზე სავალდებულო რეგისტრაციის შემდეგ, მგზავრმა აუცილებლად უნდა შეავსოს ფორმა, შემდეგ მისამართზე: https://portugalcleanandsafe.pt/en/passenger-locator-card. ფრენამდე წარადგინოს მიღებული QR კოდი.
კოვიდ 19-საგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი ძალაშია 180 დღის განმავლობაში.
დაშვებული ვაქცინებია:
Janssen: COVID -19 Vaccine Janssen
AstraZeneca: Vaxzevria, (COVID -19 Vaccine AstraZeneca)
Moderna: Spikevax, (COVID -19 Vaccine Moderna)
Pfizer -BioNTech: Comirnaty
Sinopharm (Vero Cell)
Sinovac (Coronavac)
Bharat Biotech International (Covaxin)
Verity Pharmaceuticals
Fiocruz
R-Pharm
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა