შინაარსზე გადასვლა
ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Flyadeal" შემოდის
ბლოგზე დაბრუნება

ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Flyadeal" შემოდის

"Flydeal" ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები – ჯედადან და რიადიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით "Flyadeal" პირდაპირი რეგულარულ რეისებს  საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით (რიადი-თბილისი-რიადი – კვირაში 4 სიხშირე, დამამი-თბილისი-დამამი – კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა – კვირაში 2 სიხშირე, ჯედა-ბათუმი-ჯედა – კვირაში 3 სიხშირე, რიადი – ბათუმი- რიადი – კვირაში 3 სიხშირე) შესრულდება. საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.   

მსგავსი პოსტები