
ბლოგზე დაბრუნება


გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Eurowings”–ი 2022 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას შტუტგარტს დაამატებს
დუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Eurowings”-ი 2022 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას შტუტგარტს დაამატებს – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.
"Eurowings"-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.
2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, "AIRBUS A320" ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.
"Eurowings"-ის სატარიფო პოლიტიკა "BASIC", "SMART" და "BIZclass" სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა