
Back to Blog


"Welcome to Georgia"-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოებაზე წლის ავიაკომპანიები გამოვლინდნენ
"Welcome to Georgia"-ს (ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება) რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და დაჯილდოების ჟიურის წევრმა თამარ არჩუაძემ, წლის ავიაკომპანიები გამოავლინა.
2021 წლის ყველაზე მეტი მიმართულების მქონე ავიაკომპანიად "Wizz Air"-ი დასახელდა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ევროპისა და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთის 19 მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირება, შვილობილი ავიაკომპანიით "Wizz Air Abu Dhabi"-ითაც დაიწყო.
ავიაკომპანია “Turkish Airlines”-მა 2021 წელს ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. 2021 წლის 11 თვის მონაცმებით, ავიაკომპანიას ჯამში გადაყვანილი ჰყავს 247,931 მგზავრი.
მესამე ნომინაციის მფლობელი, საქართველოს ავიაბაზარზე, მიმდინარე წელს შემოსულ, აზახურ ავიაკომპანია “FlyArystan”-ს გადაეცა. 11 თვის ჭრილში ავიაკომპანია 61,864 მგზავრს მოემსახურა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია “FlyArystan” რეგულარულ ფრენებს ყაზახეთის ოთხი მიმართულებით ასრულებს, ესენია: დედაქალაქი ნურ-სულთანი, ატირაუ, აქტაუ და შიმკენტი.
“Welcome to Georgia”-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ, იმედი გამოთქვა, რომ თითოეული ავიაკომპანია, 2022 წლისთვის საქართველოში ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა