Back to Blog

"ვიზა არ გვჭირდება, არც ვაქცინა. "PCR" ტესტი საკმარისია" - სოსო ნებიერიძის მალდივური არდადეგები
მოგენატრათ მოგზაურობა, განტვირთვა და თავგადასავლები, თუმცა კოვიდპანდემიის ან კოვიდრეგულაციების გამო, რუკაზე ახალი ადგილების მონიშვნისგან თავს იკავებთ? დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით ადგილზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 100% კოვიდ ვაქცინით უკვე აიცრა და არც გამგზავრებისას მოგიწევთ რთული კოვიდრეგულაციების რუტინული და დამძაბველი პროცესის გავლა.
ბევრისთვის საოცნებო ან პერსონალურ რუკაზე, უკვე დიდი ხნის წინ მონიშნული, აუცილებლად სანახავი ლოკაცია, ბევრისთვის კი უკვე შთამბეჭდავი მოგონებების ადგილი - მალდივები, ცოტა ხნის წინ ცნობილმა და ძალიან საინტერესო ქართველმა მოგზაურმა ბლოგერმა სოსო ნებიერიძემ მოინახულა, გამომწერებს კი საოცარი ფოტო-ვიდეო მასალა და გულრწფელი შთაბეჭდილებები გაუზიარა:
„კიდევ ერთი მალდივური თრიფი დასრულდა. ამჯერად კუნძულ კურორტზე „Paradise Island Resor“- ზე ვიყავით.
რა შემიძლია ვთქვა მალდივებზე? იდეალური ადგილია განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და პასიური მოგზაურობისთვის.
აქტიური მოგზაურობის მოყვარულებს დიდად არ მოგეწონებათ, მიუხედავად იმისა რომ იქაურობა ულამაზესია. უბრალოდ როცა ირჩევ კუნძულ სასტუმროს, მთელი დროის განმავლობაში, იმ პატარა კუნძულზე გიწევს ყოფნა და შესაძლოა ზოგიერთმა მოიწყინოს კიდეც. კი სასტუმროს აქვს აქტივობები: სათევზაოდ გასვლა, სნორქლინგი, დაივინგი და ასე შემდეგ, თუმცა ფასები საკმაოდ მაღალია.
ამიტომ, სანამ მალდივებზე წასვლას გადაწყვეტ, დაფიქრდი - რა არის შენი იქ წასვლის მიზეზი? - თუ მიზეზი ყოველდღიურობას გარიდება და საოცარ ადგილზე განტვირთვა და დასვენებაა, მაშინ მალდივები იდეალური
არჩევანია. ხოლო თუ მოძრაობა და თავგადასავლები გინდა - არ გირჩევ
და მაინც რა ჯდება მალდივებზე დასვენება? კითხვა, რომელიც ხშირად ისმის. მალდივებზე, ერთკვირიანი დასვენება შესაძლოა 1,500 € დაჯდეს, შეიძლება 15 000 €. გააჩნია ვის როგორი მადა და შესაძლებლობა აქვს.
გასათვალისწინებელია ბევრი რამ - კუნძულის ადგილმდებარეობა, ნომრების სპეციფიკა და სხვ. ერთმა პატარა დეტალმა, შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ფასი. თუმცა მეეჭვება, რაოდენ ეკონომიურადაც არ უნდა ხარჯო, ერთკვირიანი დასვენება 1500€ ზე ნაკლები დაჯდეს .
ჩვენს შემთხვევაში ერთი კვირის ხარჯი 1680 ევრო იყო.
რაც შეეხება ფრენებს, - თბილისიდან „ყატარის ავიახაზები“, „თურქიში“ და „ფლაი დუბაი” დაფრინავს. ვიზა არ გვჭირდება, არც ვაქცინა. მხოლოდ პისიარ ტესტი საკმარისია.“

Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა