
Back to Blog


თურქული ავიაკომპანია "Turkish Airlines"-ი 2022 წლის პირველ ნახევარში 30,9 მილიონ მგზავრს მოემსახურა
თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა 2022 წლის პირველ ნახევარში 30,9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.
2019 წლის იმავე პერიოდში, ვიდრე პანდემია გლობალურ მოგზაურობასა და ტურიზმის ინდუსტრიას “დაარტყამდა”, ავიაგადამზიდავმა 35 მლნ-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იანვარ-ივნისში მგზავრთა დატვირთვის კოეფიციენტმა 75,6% შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 80,1%-ი.
ავიაკომპანიამ 2022 წლის იანვარ-ივნისში 7,8 მლნ შიდა მგზავრი გადაიყვანა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 9,6 მლნ იყო, ხოლო საერთაშორისო მგზავრების რაოდენობა, პანდემიამდე მაჩვენებელებთან შედარებით, 3,6%-ით 19,3 მილიონამდეა შემცირებული. მხოლოდ ივნისში გადამზიდავმა მთლიანი სამგზავრო ტრაფიკი 4,4%-ით და 6,9 მილიონამდე გაიზარდა. შიდა რეისებზე ავიაკომპანია ივნისში 11,6 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო საერთაშორისო მგზავრების რაოდენობამ 19,3 მლნ მგზავრი შეადგინა.
2019 წლის ივნისთან შედარებით Turkish Airlines-მა აზარდა რეისების რაოდენობა და გააფართოვა საკუთარი ავიაფლოტი 338 თვითმფრინავიდან 380-მდე.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა