
Back to Blog


"Turkish Airlines" სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ავიარეისების რაოდენობას ზრდის
თურქული ავიაკომპანია "Turkish Airlines", სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ავიარეისების რაოდენობას ზრდის.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 2 იანვრიდან, ფრენების სიხშირე 4-ით - 21-დან 25-მდე გაიზრდება. დაგეგმილი ავიარეისების 18 ფრენა "სტამბოლის აეროპორტიდან" განხორციელდება, ხოლო 7 რეისი "საბიჰა გოქჩენის" აეროპორტიდან.
“ახალი რეისები შესრულდება ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. სტამბოლიდან რეისი 12:00 საათზე განხორციელდება, ხოლო თბილისიდან 16:15 საათზე“, – ვკითხულობთ "Turkish Airlines"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა