Back to Blog

Turkish Airlines-მა აეროპორტ “სტამბოლში” ვირტუალური სიმულატორი განათავსა
Turkish Airlines-მა აეროპორტ “სტამბოლის” CIP ბიზნეს-დარბაზში ვირტუალური ფრენის სიმულატორი "Hezarfen Flight Simulator Experience" განათავსა, რომელსაც თურქული ავიაციის ისტორიაში პირველი ინჟინერ-გამომგონებელის ჰაზარფენ აჰმედ ჩელების სახელი ჰქვია.
“მოხარულები ვართ, რომ მოგზაურებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, ნახონ დღევანდელი სტამბოლი ფრინველის ფრენის სიმაღლიდან”, – თქვა Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ.
ვირტუალური რეალობის სათვალეებით, მოგზაურები მიჰყვებიან ჩელების ფრენის მარშრუტს, შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თურქეთის დედაქალაქის ისეთი საკულტო ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა გალათას კოშკი, ლურჯი მეჩეთი, აია სოფია და თოფკაპის სასახლე.
სიმულატორი 4K რეზოლუციით მუშაობს და უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ხედს, ასევე შესაძლებელს ხდის ქარის მოძრაობის შეგრძნებას, განაცხადეს ავიაკომპანიაში.
“მივისწრაფით ჩვენს მომხმარებლებს ვაჩვენოთ თურქული სტუმართმოყვარეობა და სტამბულის უნიკალური საოცრებები, რაც ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაციას და Turkish Airlines-ის ტრანიზტული მგზავრების რაოდენობის გაზრდის.” – თქვა ბ-ნმა ეკშიმ.

Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა