
Back to Blog


სლოვაკეთში COVID-პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა
სლოვაკეთში COVID-პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა.
სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 10 იანვრიდან მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:
- 2022 წლის 23 თებერვლამდე მოქმედებს ეროვნული საგანგებო მდგომარეობა.
- მოიხსნა კომენდანტის საათი;
- რესტორნები და კაფე-ბარები ღიაა სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის გამოჯანმრთელებული პირებისთვის (OP რეჟიმით);
- შორ მანძილზე ავტობუსებით, საქალაქთაშორისო და ექსპრესს მატარებლებით მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული, ტესტირებული ან კოვიდ გადატანილი პირებისთვის (OTP რეჟიმი);
- გაიხსნა საბავშვო ბაღები, დაწყებითი და საშუალო სკოლები. დაწესდა მკაცრი ანტი ეპიდემიური ზომები. სწავლის დაწყებამდე ტარდება PCR-ტესტები;
- დაშვებულია მაქსიმუმ 6 ადამიანის ან ერთი ოჯახის წევრების შეკრება;
- შორ მანძილზე ავტობუსებით, საქალაქთაშორისო და ექსპრესს მატარებლებით მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული, ტესტირებული ან კოვიდ გადატანილი პირებისთვის (OTP რეჟიმი).
10 იანვრიდან დაშვებულია ყველასთვის (ვაქცინირებული, არა ვაქცინირებული):
- აფთიაქი, სამედიცინო დაწესებულებები;
- აუცილებელი მაღაზიები (სასურსათო, პირველადი საჭიროების ნივთები).
10 იანვრიდან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის წინ გამოჯანმრთელებული (OP რეჟიმი) პირებისთვის გახსნილია შემდეგი მომსახურებები:
- ყველა სახის მაღაზია;
- სილამაზის, კოსმეტიკური, მასაჟის სალონები და სოლარიუმი;
- ბიბლიოთეკები, გალერეები და მუზეუმები;
- თეატრი, კინო და სხვა კულტურული დაწესებულებები. ლიმიტი – მაქსიმუმ 50 კაცი.
- სათხილამურო კურორტები, ღია და დახურული საბაგიროები (დახურულ საბაგიროებში ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ტევადობის 25%-ს, ვენტილაცია და დეზინფექცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი);
- გამაჯანსაღებელი ფიტნეს ცენტრები (მაქს. 6 ადამიანი, ან ერთი ადამიანი 25 კვ. მეტრზე).
- საეკლესიო მსახურება (მაქს. 30 ადამიანი, ან ერთი ადამიანი 25 კვ. მეტრზე);
- სასტუმროები და სასტუმრო სახლები – განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის წინ გამოჯანმრთელებული (OP რეჟიმი) პირებისთვის დამატებით Covid PCR, ანტიგენის ან თვით-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.korona.gov.sk
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა