
Back to Blog


შტუტგარტი – ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “Eurowings”-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გვიან ღამით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.
ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორი სიხშირით, “AIRBUS A320” ტიპის საჰაერო ხომალდით იოპერირებს. პირველ რეისს შტუტგარტიდან 155 მგზავრი ჩამოყვა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია “Eurowings”-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
,,მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია “Eurowings”-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალი გააფართოვა. დუსელდორფის შემდეგ ავიაკომპანიამ ოპერირება თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ავიაკომპანიასთან მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები გვქონდა ფრენების დაწყებისა და მიმართულებების დამატების თაობაზე. ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა ასევე, საავიაციო ფორუმ “Routes Europe 2022”-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულება დაემატებინა,‘’ - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
“Eurowings”-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. “Eurowings”-ის სატარიფო პოლიტიკა “BASIC”, “SMART” და “BIZ class” სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა