Skip to content
როგორ იმოქმედა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვამ რეგიონზე
Back to Blog

როგორ იმოქმედა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვამ რეგიონზე

EUROCONTROL-ი 23 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის შესაბამის პერიოდთან არის შედარებული. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, ევროპულ საჰაერო სივრცეში ფრენები 74%-ით არის აღდგენილი 2019 წელთან შედარებით. გასულ კვირაში სულ 19 938 ფრენა შესრულდა. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, უკრაინაში ფრენებმა 100%-ით იკლო, მოლდოვაში კლება 88%-ს უდროს. საქართველოს კლება, 2019 წელთან შედარებით, 24%-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში, ალბანეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფრენების რაოდენობა გაზრდილია (+18%).  

Related Posts