
Back to Blog


რა მიმართულებით მოგზაურობენ საქართველოდან ყველაზე ხშირად
რა მიმართულებებით მოგზაურობენ ყველაზე ხშირად ქართველი დამსვენებლები ? old.fly.ge -ის გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა 2022 ის სამოგზაურო ტენდენციებზე.
მისი თქმით, უპრეცენდენტოდ მაღალია მოთხოვნა თურქეთის მიმართულებაზე. ასევე აქტუალური გახდა აფრიკის ქვეყნები. თუმცა 2022 წელს თურქეთის მიმართულების შემდგომ, ვიზიტორების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ფიქსირდება.
2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 941.4 ათასი და 247.4 ათასი ვიზიტი.
2022 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 54.1%;
- რუსეთის ფედერაცია - 14.2%;
- ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 10.9%;
- სომხეთი - 7%;
- აზერბაიჯანი - 1.2%;
- სხვა ქვეყნები - 12.6%.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა