
Back to Blog


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა. 10 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა. გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.
„10 წლის წინ, საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საშუალოდ წლიური 30 %-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი. ვამაყობთ და გვახარებს, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი აეროპორტის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი გზით შეძლეს ემოგზაურათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ევროპის ქვეყნებში ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭის სახელი ღირსეულად დაიმკვიდრა. ეს ის აეროპორტია, საიდანაც საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება. მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება. #იფრინექუთაისიდან ახლა უკვე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და აღმოაჩინე ახალი თავგადასავლები“,-განაცხადა თამარ არჩუაძე.
2021 წლის 9 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რომელიც 6 ჯერ გაიზარდა, განახლებული სახით ოფიციალურად გაიხსნა. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით. 2023 წელს, აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.
Related Posts

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა - ყველა რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიიღებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა - ყველა რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიიღებს

ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყება, დასაქმების შემთხვევაში ხელფასი 1375 ₾ იქნება
ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყება, დასაქმების შემთხვევაში ხელფასი 1375 ₾ იქნება