
Back to Blog


პრაღა, ათენი, მილანი, სალონიკი, მემინგენი, ლარნაკა - "Wizz Air" ფრენებს აღადგენს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია “Wizz Air” ათენის, სალონიკის, მილანის, პრაღის, მემინგენისა და ლარნაკას მიმართულებით ფრენებს აღადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას, ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სეზონის ბოლომდე ფრენები , კვირაში 1 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ, ბილეთების ონლაინ პლატფორმაზე old.fly.ge.
"ქუთაისიდან ევროპაში, პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა, 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ივლისის თვეში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 ფრენა პირდაპირი რეგულარული რეისით შესრულდება, აქედან, 111 პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, ხოლო 42 ცენტრალური აზიის მიმართულებით. ორივე ავიაკომპანია, როგორც ვიზეარი, ისე FLYARYSTAN ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონზე, როგორც მიმართულებების, ისე სიხშირეების გაზრდას გეგმავს", - განაცხადეს სამინისტროში.
პირველი ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში, ავიაკომპანიის ბაზაც ბრუნდება.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა