Skip to content
მსოფლიოს უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი
Back to Blog

მსოფლიოს უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი

უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი AirlineRatings.com-მა შეადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგში ლიდერობს Air New Zealand-ი. TOP-3-ში Air New Zealand-ის გარდა Etihad Airways-ი და Qatar Airways-იც არიან. AirlineRatings.com-ი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების შეფასებისას  ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ავიაკატასტროფები ბოლო 5 წლის განმავლობაში და სერიოზული ინციდენტები ბოლო 2 წლის განმავლობაში, საავიაციო მმართველი ორგანოებისა და ინდუსტრიის ორგანოების აუდიტი, წამყვანი უსაფრთხოების ინიციატივები, მთავრობის აუდიტი, ავიაპარკის ასაკი და COVID-19 უსაფრთხოების პროტოკოლები. მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება: 1. Air New Zealand 2. Etihad Airways 3. Qatar Airways 4. Singapore Airlines 5. TAP Air Portugal 6. SAS 7. Qantas 8. Alaska Airlines 9. EVA Air 10. Virgin Australia/Virgin Atlantic 11. Cathay Pacific Airways 12. Hawaiian Airlines 13. American Airlines 14. Lufthansa 15. Finnair 16. KLM 17. British Airways 18. Delta Air Lines 19. United Airlines 20. Emirates. წარმოდგენილი TOP-20-დან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს Qatar Airways-ი და Lufthansa ასრულებენ, ხოლო ნაწილი ავიაკომპანიები კი საქართველოში ზიარი კოდების მეშვეობით ოპერირებენ. AirlineRatings.com-მა ასევე შეადგინა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების TOP-10 რეიტინგი, რომელიც ასე გამოიყურება: Allegiant Air, easyJet, Frontier Airlines, Jetstar Group, Jetblue, Ryanair, Vietjet Air, Volaris, Westjet და Wizz Air.  

Related Posts