
Back to Blog


კვირაში ხუთი ავიარეისი კიევის მიმართულებით - ავიაკომპანია "FlyUIA"-ს გადაწყვეტილება, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები "FlyUIA", თბილისი-კიევი-თბილისი მიმართულებით, კვირაში ხუთ ავიარეისს შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინორმაციის თანახმად, ავიარეისები ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.
განსხვავებით თბილისისგან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია "FlyUIA" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას არ აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ, ბათუმიდან დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.
უკრაინის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეს, შესვლა და გადაადგილება ნებისმიერი მიზნით შეუძლია. საზღვრის კვეთის პირობები განსხვავდება კოვიდ-ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისთვის. COVID-პანდემიის პერიოდში, უკრაინის საზღვრის კვეთის მოთხოვნებს, შეგიძლიათ გაეცნოთ old.fly.ge-ზე(ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები).
რეკომენდაცია: იაფი ავიაბილეთის შეძენა, ყველაზე ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია 6-8 კვირით ადრე. შეარჩიეთ და შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი ონლაინ, სამ წუთში, ქართულენოვან ვებ-საიტზე - old.fly.ge
იაფი ფრენები კიევის მიმართულებით
თბილისი-კიევი | კიევი-თბილისი | თბილისი-კიევი-თბილისი | კიევი-თბილისი-კიევი
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა