
Back to Blog


ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს მიმართულებით ფრენებს აახლებს
საქართველოში Air Cairo-ს გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელის” (Avianet) ინფორმაციით, ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, საქართველოს მიმართულებით ფრენებს აახლებს.
Air Cairo შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2 იანვრიდან შეუდგება. რეისები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირა დღეს შესრულდება.
Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.
ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ახორციელებდა.
Related Posts

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა