Skip to content
ავიაკომპანია "Arkia" საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
Back to Blog

ავიაკომპანია "Arkia" საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

ისრაელური ავიაკომპანია “Arkia” მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი-ბათუმი-ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია “Arkia”-ს მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა.

Related Posts